ანთოლოგიის XXII ტომში პირველად ქვეყნდება შობის საღვთისმსახურო-სამგალობლო ციკლის ყველა საგალობელი _ დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის ნიმუშები _ საშობაო მსახურების "სრულიად გალობით" შესასრულებლად. ეს ჰიმნები ნოტირებულია ფილიმონ ქორიძის, ექვთიმე კერესელიძისა და რაჟდენ ხუნდაძის მიერ. მათი ჩანაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრებში. წინამდებარე კრებულში მოცემულია როგორც რთული, `გამშვენებული~, ისე მარტივი სტილის ჰიმნები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირველად გამოიცემა. კრებულში, ასევე, შესულია, ანთოლოგიის შემდგენელ-რედაქტორთა მიერ სხვადასხვა ტიპის მელოდიურ დედნებზე, სამგალობლო ტრადიციის შესაბამისად დადებული/გაწყობილი ნიმუშებიც (მაგ., ძლისპირების გარდასათქმელები, ფსალმუნის მუხლები და ა.შ.).