სენაკის ანსამბლი მუსიკელი, პირველად გაემგზავრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ - ლატვიასა და ლიეტუვაში. მათ ბალტიისპირეთის ქვეყნების რამდენიმე ქალაქში არაერთი კონცერი და შეხვედრა გამართეს. მუსიკელი ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დილის ეთერს ესტუმრა და პირდაპირ ეთერში ორი ხალხური სიმღერა შეასრულა.
დიმიტრი კაკულია - ანსამბლ მუსიკელის ხელმძღვანელი: ჩვენი ანსამბლისთვის პირველი გასტროლი იყო, რამაც დიდი მოტივაცია გაგვიჩინა რეპერტუარის გასამდიდრებლად. ჩვენი გუნდი ძირითადად მეგრულ სიმღერებს ასრულებს, ამ გასტროლისთვის კი საქართველოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ახალი სიმღერა შევისწავლეთ.
განსაკუთრებით ემოციური იყო ლატვიაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა, რომელიც ქართულ დიასპორასთან არსებული ორგანიზაციის - სამშობლოს ხელმძღვანელის, ბატონ იმედი კოკაიას ორგანიზებით გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი მუსიკელი მადლობას უხდის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასა და სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის.