7 ივლისი – გალობის უნივერსიტეტის გუნდის საანგარიშო კონცერტი

7 ივლისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გალობის უნივერსიტეტის გუნდის საანგარიშო კონცერტი გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები (ხელმძღვანელები: ანა ლოლაშვილი, სერგო ურუშაძე). საღამოზე შესრულდება საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები. მსმენელი  ასევე მოისმენს ქართული ტრადიციული სამგალობლო სკოლების სხვადასხვა ნიმუშებს. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობა“.  

დასწრება თავისუფალია.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი