29-30 ივნისს ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი „ნანინა“ პროექტის – „ვიმღეროთ ერთად“ ფარგლებში მორიგ კონცერტებს გურიაში გამართავს.
29 ივნისი, 19:00 საათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკის ამფითეატრი – ჯგუფ „ნანინას“ ერთობლივი კონცერტი ოზურგეთის მგალობელ მომღერალთა ანსამბლებთან – „შემოქმედთან“ და „რეხეულთან“
30 ივნისი, 15:00 საათი, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის დარბაზი – ჯგუფ „ნანინას“ ერთობლივი კონცერტი ჩოხატაურის ფოლკლორულ ანსამბლებთან – „ამაღლებასთან“ და „ნენანასთან“.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ ფარგლებში.