14 აპრილს, 15 საათზე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში წიგნის – „ლექსის თქმა მწადის ერთისა“ პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა აერთიანებს ხალხური პოეზიის ისტორიული საღამოების მონაწილეთა შემოქმედების და ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის (2021-2022) ფინალისტთა ზეპირსიტყვიერი ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს. პრეზენტაციაზე მონაწილეობას მიიღებენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შემკრებნი, ავტორ-მთქმელები, ასევე ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის (2021-2022) ფინალისტები, რომელთა შემოქმედებასაც აერთიანებს აღნიშნული გამოცემა. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.