10 მაისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ანსამბლ „ბასიანის“ შეხვედრა-კონცერტი გაიმართება. ღონისძიება დაეთმობა ქართლ-კახურ ფოლკლორს.
მიმდინარე წელს ანსამბლი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ანსამბლი მსმენელებს მრავალფეროვან ღონისძიებებს ჰპირდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://shorturl.at/ZJ24