ანთოლოგიის XXIV-XXV ტომებში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძის, ექვთიმე კერესელიძისა და რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერებში და, ასევე, ქორიძის გამოცემებში მოცემული დიდი პარასკევის საგალობლები _ ამ დღის ლიტურგიკულ განგებათა ყველა ჰიმნი, ღვთისმსახურების `სრულიად გალობით~ შესასრულებლად. ხსენებული ხელნაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ   და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრებში. XXIV-XXV ტომებში წარმოდგენილ ჰიმნთა აბსოლუტური უმრავლესობა პირველად გამოიცემა. ამ ტომებში, ასევე, შესულია, ანთოლოგიის შემდგენელ-რედაქტორთა მიერ შესაბამის მელოდიურ დედნებზე, სამგალობლო ტრადიციის შესაბამისად გაწყობილი ნიმუშებიც (მაგ., ძლისპირების გარდასათქმელები, წარდგომათა ფსალმუნის მუხლები და ა.შ.). დიდი პარასკევის სრული სამგალობლო ციკლი, ქართული მუსიკის ისტორიაში პირველად გამოიცემა.