ჩვენ შესახებ

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ელექტრონული ჟურნალი „ქართული ფოლკლორი“ 2022 წელს დაარსდა. მისი მიზანია ქართული ტრადიციული ხელოვნების ფართო პოპულარიზაცია და ფოლკლორით დაინტერესებული მკითხველის ინტერესების დაკმაყოფილება. გამოცემა შინაარსობრივად მრავალფეროვანია და აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: ხალხური მუსიკა, საეკლესიო გალობა, ეთნოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ზეპირსიტყვიერება და ქორეოგრაფია. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ჟურნალის მეშვეობით მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ მსოფლიოს მრავალფეროვანი ტრადიციული მემკვიდრეობაც. ეთნო-კულტურულ სამყაროსთან ზიარება და თვალსაწიერის გაფართოება აუცილებელია საკუთარი კულტურის როლისა და ადგილის უკეთ დასანახად და გასააზრებლად და, თუნდაც, შემოქმედებითი იმპულსების გასააქტიურებლად.

პირველ ეტაპზე გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება ელექტორნულად, როგორც PDF ფორმატით, ასევე სპეციალურად ჟურნალისთვის შექმნილ ორენოვან ვებგვერდზე, სადაც ფოლკლორით დაინტერესებული საზოგადოება გაეცნობა არამხოლოდ სიახლეებს ფოლკლორის სფეროში, არამედ ფოლკლორის ცენტრის გამოცემების ელექტრონულ ვერსიებსაც. ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალის ვირტუალური სახლი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და საჭირო სივრცედ იქცევა ტრადიციული ხელოვნებით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მკითხველისათვის.

დაბოლოს, მკითხველს ვაცნობებთ: ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია არამარტო თქვენი აზრი და შთაბეჭდილება ჟურნალის შინაარსსა და ფორმაზე, არამედ თქვენი უშუალო მონაწილეობაც ჟურნალის ხარისხის გაუმჯობესება-დახვეწაში. სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ და მოგვაწოდოთ მასალები  (მათ შორის სტატიის სახით), რომელსაც ჟურნალის სარედაქციო საბჭო აუცილებლად განიხილავს და, მოწონების შემთხვევაში, გამოაქვეყნებს კიდეც.

ჩვენი გუნდი

no-image

ნანა მჟავანაძე

სარედაქციო საბჭოს წევრი
no-image

თეონა რუხაძე

სარედაქციო საბჭოს წევრი
no-image

სანდრო ნათაძე

პროექტის ხელმძღვანელი, სარედაქციო საბჭოს წევრი
no-image

ბრაიან ფერლი

სარედაქციო საბჭოს წევრი, ინგლისური ტექსტის რედაქტორი
no-image

მარინა დექრისტოფორო

მთარგმნელი
no-image

თამარ ასათიანი

ქართული ტექსტის რედაქტორი
no-image

ნიკოლოზ გოგაშვილი

ჟურნალის დიზაინერი
no-image

თეონა ბენაშვილი

სიახლეების ავტორი
no-image

თევდორე გოგოლაძე

საიტის მთავარი ადმინისტრატორი