ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აგრძელებს მუშაობას პროექტზე ,,თამარ მამალაძის ნაკვალევზე“. ცენტრმა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის პირველი ეტაპი უკვე განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსპედიციები ქუთაისის, ყაზბეგის, დუშეთის, სიღნაღის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში; დამუშავდა 200 ფოტოსურათი.
ექსპედიციების ამსახველი ფოტომასალა განთავსდა ფოლკლორის ცენტრის არქივში და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.
პროექტის მიზანია ეთნომუსიკოლოგ თამარ მამალაძის მიერ XX საუკუნის 50-70-იან წლებში განხორციელებული ექსპედიციების დროს მოპოვებული უნიკალური ფოლკლორული მასალების (ხელნაწერები, აუდიოჩანაწერები, ფოტოები და სხვ.) მოძიება, შეგროვება, დამუშავება და 2026 წელს გამოცემა. აღსანიშნავია, რომ წიგნს თანდართული ექნება აუდიო ჩანაწერები.