10 ოქტომბერი - 8 ნოემბერი - საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის მეორე ტური ჩატარდა საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში. ფესტივალის ფარგლებში, კონცერტები რეგიონულ ცენტრებში გაიმართა. ფესტივალის დებულების თანახმად, მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება და გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიქატები.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭრით იმართება.