პროექტი „პოლიკარპე ხუბულავას 100 წლის იუბილე“

გამოჩენილი ქართველი მომღერლისა და ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანადგომით,  პროექტი „პოლიკარპე ხუბულავას 100 წლის იუბილე“ განახორციელა.

პროექტის ხელმძღვანელია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნატალია ზუმბაძე.

პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ორენოვანი (ქართული და ინგლისური), აუდიო და ვიდეო ალბომი. აუდიოდისკზე წარმოდგენილია სამეგრელოში, 2007 და 2014 წლებში ჩატარებული ექსპედიციების ჩანაწერები, ხოლო ვიდეოდისკზე განთავსებულია პოლიკარპე ხუბულავას შემოქმედებითი საღამოს (2008) და ,,ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის (2005-2006)“ დასკვნითი კონცერტის მასალა.

პროექტის პრეზენტაცია 15 ივლისს,სოფელ ჯიხაშკარში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. 

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი