აღმოჩენებით და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა პორტუგალიაში

ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები და ეთნოქორეოგრაფები ექვსი ქვეყნიდან ERASMUS+ ის პროექტის ფარგლებში პორტუგალიას სტუმრობდნენ.

პროექტს ,,იუნესკოს კულტურული სივრცეების ქსელი" 19-25 აპრილს, ამჯერად პორტუგალია მასპინძლობდა.

ღონისძიების ფარგლებში, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, იტალიის, ხორვატიისა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეები პორტუგალიაში, იადნიას მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ და იუნესკოს მიერ  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ სიმღერასა და საკრავიერ მუსიკას გაეცნენ. 

გივი აბესაძე, ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზის მენეჯერი:

"პორტუგალიაში მოგზაურობა აღმოჩენებით და შთაბეჭდილებებით დახუნძლული იყო. ERASMUS+ პროექტის ფარგლებში შესასაძლებლობა მომეცა გამეცნო ამ ხალხის კულტურა და ტრადიციები. ვესტუმრეთ იდანიას მუნიციპალიტეტს, სადაც 4 დღის განმავლობაში ვეცნობოდით მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს. იდანია ზომით და მოსახლეობის რაოდენობით ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შეესატყვისება. ეს დასახლება რამდენიმე წლის წინ დაცლისა და სკოლების დახურვის საფრთხის წინაშე იდგა. თუმცა, ჩვენი მასპინძელი ორგანიზაციისა და ადგილობრივი მთავრობის კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ხელოვნების ხელშეწყობით, იდანიას ახალი სული შთაბერეს. 

ამას ადასტურებს ადგილობრივი დასარტყამი ინსტუმენტის ადუფის (Adufe) გაძეგლება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

მათი სიმღერა ძირითადად ერთ ხმიანია, თუმცა საოცრად გულშიჩამწვდომია.“

პროექტის მიზანია ფოლკლორის სფეროში არსებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ქალაქ იდანიაში პროექტის პარტნიორი ქვეყნების სამუშაო ჯგუფების მეექვსე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში პროექტის პარტნიორია “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი”.

ავტორი :

გივი აბესაძე -

წაიკითხე მეტი