კრებული „შენ ხარ ვენახი“ – რეტირაჟირება

დიდი ინტერესისა და ტირაჟის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კრებულ „შენ ხარ ვენახის“ რეტირაჟირება იწყება.

კრებული ეძღვნება ქართული გალობის სიმბოლოდ ქცეულ ღვთისმშობლის ჰიმნს „შენ ხარ ვენახს“, რომელიც შუა საუკუნეების ქართული გალობიდან ერთადერთი ნიმუშია, რომლის ავტორის, მეფე დემეტრე I-ის სახელმა ჩვენამდე მოაღწია.

ქართულ-ინგლისურენოვანი გამოცემა საგალობლის 25 ვარიანტს აერთიანებს ქართული სამგალობლო სკოლებიდან. გამოცემას დანართის სახით ერთვის 18 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ნაწილი საარქივო მასალას განეკუთვნება, ნაწილი კი თანამედროვე ანსამბლების მიერ საგანგებოდ ჩაიწერა.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი