ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი Erasmus+-ის პროექტის - „იუნესკოს კულტურული სივრცის ქსელის ციფრული განზომილება“, პარტნიორია #DigitICH
პროგრამა - პარტნიორული თანამშრომლობა ზრდასრულთა განათლებაში, უზრუნველყოფს ფართო ქსელის შექმნას, რომელშიც ევროპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ნაწილია გაერთიანებული. მიზანი კი, იუნესკოს მიერ აღიარებული ღირებულებების პოპულარიზაციაა.
საქართველოში იტალიის, პორტუგალიის, ხორვატიის, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთის, ლატვიის და ფინეთის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი ვიზიტი 4 აპრილამდე გასტანს.
სტუმრები ეწვევიან ოზურგეთსა და ფოთს. მოინახულებენ ოზურგეთის ტექნო პარკს, სადაც სალოტბარო სკოლების მოსწავლეები შექმნიან 3D ლარჭემ-სოინარს. ასევე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ეთნომუსიკოლოგების მაია გელაშვილის და მაკა ხარძიანის ლექცია - პრეზენტაცია გაიმართება. დაგეგმილია კოლხეთის ეროვნული პარკის მონახულება. თემატური პრეზენტაციები ჩატარდება ნიკო ნიკოლაძის კოშკშიც.
4 აპრილს პროექტის მონაწილეები, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი დონაძეს შეხვდებიან.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება ანსამბლ ,,ბასიანის" დირექტორის ზურა წკრიალაშვილის, ეთნომუსიკოლოგ ნანა მჟავანაძისა და ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლის თევდორე გოგოლაძის თემატური პრეზენტაციები.