ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და Erasmus+-ის თანამშრომლობა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი Erasmus+-ის პროექტ „იუნესკოს კულტურული სივრცის ქსელის ციფრული განზომილების“  პარტნიორია.

პროგრამა - პარტნიორული თანამშრომლობა ზრდასრულთა განათლებაში, უზრუნველყოფს პარტნიორობის ფართო ქსელის შექმნას, სადაც გაერთიანდნენ ევროპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  განსაკუთრებული ნაწილის - იუნესკოს მიერ აღიარებული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის.

პროექტის ფარგლებში 27-30 იანვარს, ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები  მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

პროექტის მთავარი მიზანია ევროპის ცხრა ქვეყნის ICH-ის სფეროში მომუშავე ზრდასრულთა მასწავლებლების განათლების ხელშეწყობა, ასევე ICH-ის პრაქტიკოსების განათლება, რითაც ის დაიცავს და ხელს შეუწყობს ამ ევროპული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების მეშვეობით.  

პროექტის პარტნიორები არიან: Suiti Cultural Heritage Foundation (ლატვია - კოორდინატორი პარტნიორი), Gacko pucko otvoreno uciliste Otocac (ხორვატია), მაკედონიის ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტი სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა), Munícipio de Idanha- a-Nova (პორტუგალია), Kansanmusiikki-instituutti (ფინეთი), ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (საქართველო), სეტოს ინსტიტუტი (ესტონეთი), Associazione Tenores Sardegna (იტალია - კუნძული სარდინია) და Slovensky ludovy umelecky kolektiv (სლოვაკეთი).

 
   

 

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი