ფესტივალი „გალობის მერცხლები“ - მეორე საფესტივალო წელი

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი „გალობის მერცხლები“ გაიმართა. ღონისძიება 7 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებისათვის სვეტიცხოველში, ხოლო დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეებისათვის 12-13 მაისს ბაგრატის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. მოსწავლეებმა, სკოლების მიხედვით, შეასრულეს ქართული ტრადიციული გალობის უნიკალური ნიმუშები.

ფესტივალს წელს 1000 მონაწილე ჰყავდა. მისი მიზანია სალოტბარო სკოლის მოსწავლეების – ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით ქართული ტრადიციული გალობის გაცოცხლება ღვთისმსახურების პროცესში. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გავრცელებაში.   

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი