4 ოქტომბრიდან კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ იწყება. წელს პირველად მასში საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ხანგრძლივობა ოთხ თვეს მოიცავს. მისი მიმდინარეობისას ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებას. ფესტივალის მონაწილეთა შორის არიან ანსამბლები - "ბასიანი", "ადილეი", "დიდგორი", "დები ჩამგელიანები", წმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი.