21 დეკემბერი - ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე - ,,ქრისტეშობის მუსიკალური ტრადიცია საქართველოში”. ლექციას წარუძღვება ნინო ნანეიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოლოგი, ტრადიციული მუსიკის ვოკალურ ანსამბლ ,,იალონის” ხელმძღვანელი. საღამოზე, ანსამბლი „იალონმა“ შეასრულდებს „ალილოს“ მრავალფეროვან ნიმუშებს და ქრისტეშობის კანონის სხვადასხვა სკოლის საგალობლებს.