8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხანის სახლში ჩატარდება სვანური ხალხური სიმღერების გაკვეთილი, რომელსაც ანსამბლ "დიდგორთან" ერთად ლენტეხიდან მოწვეული ლოტბარი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, ლიკა ლიპარტელიანი გაუძღვება. ვორქშოფის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ეთნოგრაფიული მუზეუმის სალაროში.