7 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ანსამბლ „დიდგორისა“ და ფინელი მუსიკოსების – ანე-მარი კივიმაკისა და მისი ტრიოს შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაზე სტუმრები ქართულ და ფინურ ფოლკლორულ მუსიკას მოისმენენ, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ მუსიკოსებს მათთვის საინტერესო შეკითხვებიც დაუსვან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.