7-8 სექტემბერი – „იალონი“ მთაში შემოდგომის ფერებით • ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო
7 და 8 სექტემბერს ქალთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „იალონი“ ლენტეხსა და ამბროლაურში გამართავს ქართული ტრადიციული მუსიკის საღამოებს „იალონი მთაში შემოდგომის ფერებით“. კონცერტებზე ქართულ ხალხურ სიმღერებთან და საგალობლებთან ერთად ქალაქური სიმღერის ნიმუშები შესრულდება.
პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის სამინისტრო.
დასწრება თავისუფალია.