6 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდი წარდგება. „ქართული და ევროპული ძველი მუსიკა“ – ასე ჰქვია კონცერტს, რომელიც ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან ერთად ანტონიო ვივალდისა და იან დისმას ზელენკას ნაწარმოებებს აერთიანებს.
მონაწილეობენ: სოპრანო თამარ ცირეკიძე, „საქართველოს სინფონიეტა“, დიეგო კანტალუპი (თეორბო და ბაროკოს გიტარა), აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი, ფოლკლორის ცენტრის გუნდი.
საღამო ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.