6 მაისი - ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი

6 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება ფოლკლორის ცენტრის გუნდის პირველი სოლო კონცერტი.

გუნდი გასულ წელს შეიქმნა. მისი ლოტბარები არიან გიორგი დონაძე, ლიკა ლიპარტელიანი, თორნიკე სხიერელი, გიორგი ხუნაშვილი და სერგო ურუშაძე. გუნდი აერთიანებს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებსა და მის კურსდამთავრებულებს, ასევე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

პირველ სოლო კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://shorturl.at/ZsZFg  

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი