6 ივნისს, 14:00 საათზე, ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი „ნანინა” ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებთან საგანმანათლებლო-ფოლკლორულ შეხვედრას ჩაატარებს. შეხვედრა მოიცავს ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციების შესახებ შემეცნებით საუბრებს, რომლის საილუსტრაციო მასალა „ნანინას” წევრების მიერ წარმოდგენილი იქნება ცოცხალი წარმოდგენის სახით. პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის“ გამარჯვებულია და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.