6 დეკემბერს, ბარსელონაში, ლიცეუს კონსერვატორიაში, ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ანსამბლთან ერთად მსმენელის წინაშე სპეციალური მოწვევით წარდგნენ ლიზა ბაგრატიონი და პროექტ „რანინას“ მონაწილეები. საღამოზე ასევე მონაწილეობდა ქართულ-კატალონიური ანსამბლი „Vocal Vircan“. აღსანიშნავია, რომ ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ქართული მუსიკა პირველად აჟღერდა. შესრულდა ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები, ასევე საკომპოზიტორო ნაწარმოებები. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და როგორც ქართველ ემიგრანტთა, ისე უცხოელ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.