6, 8, 10 ივნისი – „ლხინმა შეჰყარა სოფელი“ • სალოტბარო სკოლების კონცერტი

6, 8 და 10 ივნისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში პროექტის „ლხინმა შეჰყარა სოფელი“ სალოტბარო სკოლების სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტები გაიმართება. პროექტში რაჭა-ლეჩხუმის, ზემო და ქვემო სვანეთის 12 სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. მსმენელების წინაშე 300-მდე მოსწავლე რაჭული, ლეჩხუმური და სვანური ხალხური მუსიკის გამორჩეული ნიმუშებს წარმოადგენენ. პროექტის ფარგლებში აუდიო კრებულის გამოცემის მიზნით დაგეგმილია ტრადიციული საეკლესიო გალობის ნიმუშების აუდიო ფიქსაცია.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

დასწრება თავისუფალია!   

წაიკითხე მეტი