5 მარტს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში გაიმართება საკრავიერი მუსიკის სანოტო კრებულის პრეზენტაცია. გამოცემა ეძღვნება ცნობილი ეთნომუსიკოლოგისა და საკრავიერი მუსიკის მკვლევარის - მანანა შილაკაძის ხსოვნას. დასწრება თავისუფალია.