5 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში, ანსამბლ ,,რიჰოს“ სამი უხუცესი წევრის – მურად ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანისა და გულვერ გერლიანის საიუბილეო კონცერტი „სვანეთის ხმები“ გაიმართება. საღამოზე შესრულდება სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშები. ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად მსმენელის წინაშე წარდგება– „ადილეი“, „ბასიანი“, „დიდგორი“, დები ჩამგელიანები, „ლალხორი“, „სათანაო“, „შილდა“ და „ძირიანი“. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულის მეშვეობით https://biletebi.ge/folk-evenings/svanetis-khmebi-voice-of-svaneti?fbclid=IwAR0e7VoxzGz3a-L7SxmZx2oWYPfw_gVKVGL176Dcl6-Kaqb_glw9yhNC7Tg