5-8 ნოემბერს ანსამბლი „შვიდკაცა“ ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე “Pokrov Bells” მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლს ხელმძღვანელობს ლეგენდარული მომღერალი ტრისტან სიხარულიძე. ფესტივალზე მონაწილეები ქართულ პოლიფონიის ნიმუშებს წარმოადგენენ და გურული სიმღერის მასტერკლასს ჩაატარებენ. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაზე თემით „გურული მომღერალი ოჯახები“. ანსამბლის მხარდამჭერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.