5,6 და 7 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი აერთიანებს სამეცნიერო და საკონცერტო ნაწილებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ბელგიის, იტალიის, თურქეთის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უნგრეთის წარმომადგენლები.
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ: ეთნომუსიკის თეატრი „მთიები“, „არსიანი“, „ორბელი“, მარგალიტი“, „ტრიო – დები ჩამგელიანები“ (საქართველო), „მასპინძელი“ (დიდი ბრიტანეთი), „უსახელო“ (პოლონეთი), „SPIGENS“ (ლიეტუვა).
მხარდამჭერი: ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://tinyurl.com/ybm6yfac