4 დეკემბერს, 19 საათზე ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ლოტბარის, მომღერლისა და პედაგოგის – ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ნუგზარ ზარანდია 50 წელია ემსახურება ქართული ხალხური, კერძოდ მეგრული სიმღერის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. 1983 წლიდან დღემდე არის ხობის ფოლკლორული ანსამბლის – „კოლხეთის“ ხელმძღვანელი. კონცერტზე მონაწილეობენ ანსამბლები: „კოლხეთი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ფოლკლორის ცენტრის გუნდი“ და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. დასწრება თავისუფალია.