ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „რეხეული“ ქალაქ კაუნასში, მე-40 საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ „ATATARIA LAMZDŽIAI 2026“-ზე მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასვხა წერტილიდან ფოლკლორული ტრადიციების მოყვარულ მრავალ კოლექტივს, ინდივიდუალურ შემსრულებლებსა და ხელოვანებს აერთიანებს. ანსამბლი „რეხეული“ ფესტივალზე ქართულ ტრადიციულ მუსიკას 4-7 ივნისს წარმოადგენს.
ანსამბლი ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის – „ხელოვან ქალთა მხარდაჭერა“ – დაფინანსების ფარგლებში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით.