4-7 ივნისი – ანსამბლი „იალონი“ ფესტივალ „ATATARIA LAMZDŽIAI 2026“-ზე

4–7 ივნისს ქალთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „იალონი“ ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ მე-40 საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ „ATATARIA LAMZDŽIAI 2026“-ზე მიიღებს მონაწილეობას. მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ კოლექტივებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებსა და ხელოვანებს. ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი „იალონი“ ფართო საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოადგენს ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ მემკვიდრეობას – ქართულ მრავალხმიანობას.

ფესტივალი ქალაქ კაუნასის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.  „ATATARIA LAMZDŽIAI“ ყოველწლიურად მასპინძლობს მრავალფეროვან ღონისძიებებს –ავთენტური ხალხური სიმღერების კონცერტებს, ტრადიციული ცეკვების წარმოდგენებს, ლექციებსა და კულტურულ შეხვედრებს.

წაიკითხე მეტი