31 მარტს, 15:00 საათზე, ხონის კულტურის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარდგება ხონის სალოტბარო სკოლის გუნდი, ანსამბლები – „ერქვანი“ და „რუსთავის“ ახალი თაობა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.