31 იანვარს, 16:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში, გაიმართება ქართლური სიმღერის მასტერკლასი. შეხვედრას გამართავს ლოტბარი ზურაბ წკრიალაშვილი ანსამბლ „რიხთან“ ერთად. მასტერკლასზე სასიმღერო ნიმუშების შესწავლასთან ერთად განხილული იქნება ქართლური სიმღერის სპეციფიკა და სიმღერის ისტორიები. მასტერკლასზე დასასწრებად სტუმრებმა უნდა შეავსონ კითხვარი ბმულზე - https://urltiger.com/dsIkc