30 სექტემბერი – ფოლკლორის ცენტრის გამოცემების წარდგენა

# -- 2025/09/27

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ფოლკლორის ცენტრის ორენოვანი წიგნის – ფილიპ ბოლმანის „მსოფლიო მუსიკის“ წარდგენა მოეწყობა. სტუმრების წინაშე გამოცემას წარადგენს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების კონსულტანტი ნანა მჟავანაძე.  პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ელექტრონულ ჟურნალ „ქართული ფოლკლორის“ აუდიო ვერსიის პრეზენტაცია.

დასწრება თავისუფალია.      

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი