მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „სათანაო“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იწყებს საკონცერტო ტურნეს – „მაშ, გამარჯვება ტკბილო სამშობლო“. კონცერტებზე ანსამბლი მსმენელის წინაშე წარმოადგენს 20 წლის მანძილზე ანსამბლის რეპერტუარში არსებულ საუკეთესო და გამორჩეულ მუსიკალურ ნიმუშებს. შესრულდება ქართული ტრადიციული საგალობლები, ქალაქური ფოლკლორის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერისა და საკრავიერი მუსიკის ნიმუშები. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო. დასწრება თავისუფალია.
30 სექტემბერი - ლენტეხი
ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრი
9 ოქტომბერი - ზუგდიდი
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი
3 ნოემბერი - ბათუმი
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა