30 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის ტრადიციული მუსიკის საღამო, რომელზეც შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერა-დასაკრავები. კონცერტზე მონაწილეობენ გორის ეთნოგრაფიული გუნდი „რიხი“ (ხელმძღვანელი: ზურაბ წკრიალაშვილი), თელავის წმ. ძმები კარბელაშვილების სახელობის ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „მზეშინა“ (ხელმძღვანელი: ეკატერინე ყარაულაშვილი), მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „კირიალესა“ (ხელმძღვანელი: ლელა ურუშაძე), გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი: ანა ლოლაშვილი), სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის სტუდენტთა ჯგუფი (პედაგოგები: უჩა პატარაძე, ლელა ურუშაძე), თამარ ახობაძე, ზურა მამუკელაშვილი (ახმეტა), ანრი ქააძე (ზემო ალვანი). საღამოს გაუძღვება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ნატალია ზუმბაძე. დასწრება თავისუფალია.