30 აპრილს, 19:00 საათზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თელავის ფ. მახათელაშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ ანსამბლ „ჩაკრულოს“ (ხელმძღვანელები: ბექა და გოჩა ბიძინაშვილები) კახური სიმღერის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება თელავში პირველი ეთნოგრაფიული ანსამბლის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://shorturl.at/4QJAC