29 თებერვალს, 17:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართება ლილი გვარამაძის წიგნის – „ქართული ხალხური ცეკვის“ პრეზენტაცია. გამოცემა ეძღვნება ავტორის 110 წლის იუბილეს. წიგნი გამოსაცემად მომზადდა ფოლკლორის ცენტრის მიერ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.