29 ნოემბერს, 20:00 საათზე „შენ სივრცეში“ დები ჩამგელიანებისა და ლევან ბითაროვის „სიმღერით ნაამბობი (სვანური ჰანგების საღამო)“ გაიმართება. საღამოზე შესრულდება მითოლოგიური და ხალხური სამკურნალო სიმღერები, სტუმრები გაეცნობიან ძველ სვანურ ტრადიციებსა და ლეგენდებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://forms.gle/JLcrmtbFzWXKAE1e7