29 აგვისტო-9 სექტემბერი – პროექტი „პოლიფონია: განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულებები“

პროექტი „პოლიფონია: განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულებები“ გრძელდება.

29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, ბათუმი აფრო-ამერიკული მუსიკის კვირეულს უმასპინძლებს. კვირეულის ფარგლებში ვორქშოფებს გამართავს აფრო-ამერიკული მუსიკის ექსპერტი, ბერეის კოლეჯის ემერიტუს პროფესორი, დოქტორი კატი ბულოკი. მას ასისტენტობას გაუწევს ქართველი მუსიკოსი, საგუნდო დირიჟორი თამარ ბუაძე.

კვირეულის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი, რომელზეც ვორქშოფების მონაწილეები ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგებიან.

ვორქშოფებში მონაწილეობა უფასოა და არ მოითხოვს სპეციალურ მუსიკალურ განათლებას.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

https://forms.gle/8avD79z7MBSRsSi59

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აგვისტო.

ვორქშოფები ჩატარდება ყოველდღე 29 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

მისამართი: რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35.  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დასკვნითი კონცერტი გაიმართება 9 სექტემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში.

..........................................................

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველო”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

მხარდამჭერები: ROOMS Hotelsაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საზაფხულო თეატრი, ბათუმის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მარკეტერი, ბინა 37, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი