29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე ბათუმი უმასპინძლებს აფრო-ამერიკული მრავალხმიანობის კვირეულს, რომელიც პროექტის – „პოლიფონია: განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულებების“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს აშშ-ს ელჩის მცირე საგრანტო პროგრამის დაფინანსებით ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველო“. მხარდამჭერი – Rooms Hotels.
პროექტი მიზნად ისახავს ქართველი მსმენელისათვის აფრო-ამერიკული პოლიფონიური მუსიკის გაცნობასა და აფრო-ამერიკული და ქართული მრავალხმიანი ტრადიციული მუსიკალური კულტურების გამოცდილების გაცვლას.
კვირეულს აფრო-ამერიკული მუსიკის ექსპერტი, ბერეის (კენტუკის შტატი, აშშ) კოლეჯის ემერიტუს პროფესორი, დოქტორი კატი ბულოკი გაუძღვება. ღონისძიების ფარგლებში მას ასისტენტობას გაუწევს ქართველი მუსიკოსი, საგუნდო დირიჟორი და ანსამბლ „თუთარჩელას“ ხელმძღვანელი თამარ ბუაძე.
პროექტი მოიცავს 2 ეტაპს: 1. ორ ონლაინ ლექციას; 2. პრაქტიკულ ვორქშოფებსა და კონცერტს. ვორქშოფების მონაწილეები ფართო აუდიტორიის წინაშე აფრო-ამერიკული მუსიკის ნიმუშებით წარდგებიან.
მონაწილეობა უფასოა და არ მოითხოვს სპეციალურ მუსიკალურ განათლებასა ან საშემსრულებლო ტექნიკას. პროექტის მიმდინარეობისას, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.
მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე https://shorturl.at/Z3Pzz
რეგისტრაციის ვადა: ონლაინ ლექცია - 6 ივნისი, 2024 , ვორქშოფები - 15 აგვისტო, 2024
განრიგი:
ონლაინ ლექციები:
10 ივნისი, 19:00-20:30f
17 ივნისი, 19:00-20:30
ვორქშოფები:
29 აგვისტო - 7 სექტემბერი
დასკვნითი კონცერტი - 9 სექტემბერი