29-30 ნოემბერს ელექტროვერკში ქართული კულტურის ფესტივალი „გიორგობის თვე“ გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრის ცოცხალი მუსიკა – მათ შორის ქართული ტრადიციული მუსიკა, ლიტერატურული შეხვედრები, პრეზენტაციები, გამოფენები, მასტერკლასები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ქართული ღვინის მარნების საუკეთესო კოლექციები და ქართული სამზარეულო.
ფესტივალზე ტრადიციულ მრავალხმიანობას წარმოადგენს ანსამბლი „ადილეი“ - 29 ნოემბერი, 18:00 საათი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://biletebi.ge/concerts/giorgobis-tve