28 თებერვალს, 18:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში Folk-ახალგაზრდობის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ქისტური და ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელთან – ლანა გუნაშაშვილთან. ღონისძიებაზე მომღერალი ისაუბრებს ქისტური და ქართული ფოლკლორული ტრადიციებისა და მათ ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ორივე ტრადიციის ფოლკლორული ნიმუშები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.