28 დეკემბერი – ოთარ ჩიჯავაძე

28 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება ოთარ ჩიჯავაძის მიერ ჩაწერილი ქართული ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ფონოჩანაწერების "აფხაზეთი-1970. ოჩამჩირისა და გალის რაიონები" გამოცემის პრეზენტაცია.  ღონისძიებაზე მონაწილეობენ: ფოლკლორული ანსამბლი "ადილეი", ნატალია ზუმბაძე, დავით შუღლიაშვილი, ოთარ კაპანაძე. დასწრება თავისუფალია.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი