28 დეკემბერი - ანსამბლი „დიდგორი“ და ქარელის სალოტბარო სკოლა

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქარელის კულტურის სახლში ანსამბლ „დიდგორის“კონცერტი გაიმართება. შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები. მსმენელის წინაშე, ასევე, წარდგებიან ქარელის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, მედია პარტნიორი: საზოგადოებრივი მაუწყებელი. დასწრება თავისუფალია.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი