28 აპრილს, 18:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ანსამბლ „მძლევარის“ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება. ანსამბლის სხვადასხვა თაობის მომღერლები მსმენელის წინაშე კლასიკური, მსოფლიო და ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშებით წარდგებიან. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია პორტალზე www.biletebi.ge, ასევე – ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სალაროში.