28-30 ივლისს ქალთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი “იალონი” ზემო აჭარაში მიემგზავრება.
გასვლითი ტურნეს ფარგლებში ანსამბლი მოაწყობს ექსპედიციებს ადგილობრივ ეთნოფორებთან.
28 ივლისს, 13:00 საათზე, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სარფის დედათა მონასტერში ანსამბლ “იალონის” მონაწილეობით აღესრულება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი სრულიად გალობით.
30 ივლისს, 13:00 საათზე, ხულოს დრამატულ თეატრში ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში ანსამბლ “იალონთან” ერთად მონაწილეობენ ადგილობრივი ანსამბლები: “ნაი”, “ფესვები”, “მარეთი”. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიებების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.