27-29 აპრილი - გურული ცეკვის მასტერკლასი

27, 28, 29 აპრილს ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გურული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება.

მასტერკლასს  მოწვეული ქორეოგრაფები, გურული ცეკვის შემსრულებლები - რეზო ჭანიშვილი, ვაჟა ახვლედიანი, კობა დუნდუა და  ანზორ გვარამაძე ჩაატარებენ.

მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე https://forms.gle/V3MLZ9u6Xyg6gHzM9.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანელია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი.

წაიკითხე მეტი